აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა, რომელიც განახლებულ სტრუქტურას ჩაიბარებს, რომლის ჩამოყალიბებაც რეორგანიზაციის პროცესის შედეგად განხორციელდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„2021 წლიდან იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ აფხაზეთის მთავრობის სამივე წარმომადგენლობაში ფუნქციონირება განაახლა და განცხადებების მიღება დაიწყო ყველა შესაბამისმა კომისიამ.

კომისიების ფარგლებში, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად წარადგინონ შესაბამისი განცხადება, ასევე დევნილობის სტატუსის მაძიებელ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და/ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით.

აღნიშნული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ეფექტიანობის გაზრდას, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებასა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა