ანდრეი სიბიგა - უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა რუსეთისგან „მემორანდუმს“ ჯერ კიდევ ელოდება

უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ის ჯერ კიდევ ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „მემორანდუმის“ დაპირებულ ტექსტს მოსკოვისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება თურქეთში შეხვედრებს. დაინტერესებული ვართ, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს. გვინდა, რომ ომი წელს დასრულდეს. დაინტერესებული ვართ ზავის დამყარებით. უკრაინა ამ საკითხს რუსეთთან ღიად და პირდაპირ განიხილავს. ჩვენ ეს დავადასტურეთ რუსულ მხარესთან ჩვენი დელეგაციების ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, სტამბოლში წინა შეხვედრის შედეგების შემდეგ, უკრაინამ რუსულ მხარეს უკვე გააცნო შემდგომი ნაბიჯებისა და მომავალი ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრების შესახებ თავისი ხედვა.

„ასევე ველოდებით რუსული მხარის მემორანდუმს, როგორც ეს წინასწარ გამოცხადდა. ჩვენ მას წინასწარ ველოდებით. ამასვე დაჰპირდნენ ამერიკულ მხარესაც. იმისათვის, რომ შემდეგი შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია, არსებითი იყოს, მნიშვნელოვანია დოკუმენტის წინასწარ მიღება“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოლაპარაკებებზე წასულ დელეგაციას შესაბამისი პოზიციების განხილვის უფლებამოსილება ჰქონდეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა