მამუკა მდინარაძე - ორწლიანი აფიორა „არა რუსულ კანონს“ არ „გაპრავდა“  და საქართველომ გაიმარჯვა - დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის, FARA-ს ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში

საუკუნის ორწლიანი აფიორა „არა რუსულ კანონს“, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას არ „გაპრავდა“ და საქართველომ გაიმარჯვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც საქართველოში FARA-ს კანონის ანალოგის ძალაში შესვლაზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, ამერიკული კანონის ზუსტი ასლი საქართველოს გაძლიერებას ემსახურება.

„საუკუნის ორწლიანი აფიორა იყო, გარე დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ და გახსოვთ, როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების გასაგებია მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეს ფრაზა, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების „გაპრავებას“. ეს ყველაფერი არ „გაპრავდა“ და ვერ მიაღწიეს იმას, რომ გარე დაფინანსება გამართლებულიყო, გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველომ გაიმარჯვა. შესაბამისად ამისა, დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები