ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოვიყენეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო - „ოფისი“ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია “ობობას ქსელის” დროს 117 დრონი გამოიყენეს, რომლებსაც ამდენივე ოპერატორი მართავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს.

მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ.

„ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა