სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, უკრაინის დელეგაციაში ასევე შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამხედრო და დაზვერვის სამსახურების ოფიციალური პირები.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირებას ორშაბათს მოახდენენ.

დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით 479 დრონი და რაკეტა გაუშვა.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც მხარეებს შორის 1 000 1000-ზე პრინციპით მასშტაბური ტყვეების გაცვლა მოხდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა