რუსტემ უმეროვის განცხადებით, სტამბოლში უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობით.

„მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართოს. ეს მოლაპარაკებების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა უმეროვმა.

ამასთან, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას ასეულობით გატაცებული უკრაინელი ბავშვის სია გადასცა, რომლებიც რუსეთმა უნდა დააბრუნოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადება პირველად ნახა.

„ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას შევძლებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ