დენის შმიგალი ოპერაცია „ობობის ქსელზე“ - ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის - შეიძლება ისევ განმეორდეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობის ქსელი“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე, ეს, შესაძლოა, განმეორდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ეს იყო მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, განსაკუთრებით იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომელსაც პროგრესი არ მოაქვს.

„ჩვენ უკვე ორი თვეა ვთავაზობთ სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ყოველ ღამე, ყოველდღე აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ხორციელდება. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს - უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ოპერაცია „ობობის ქსელი“ ადასტურებს, რომ ინოვაცია და ახალი ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ ომში. შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ამ შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად ბევრი სხვა იდეა აქვს.

„ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, ეს შეიძლება ისევ განმეორდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინას მოკავშირეებისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვართან ახლოს რუსეთის ლოჯისტიკის გასანადგურებლად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ