საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორებმა BAG-ის წევრებს წლევანდელი კონფერენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა წლევანდელი კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Global Tech Weekend Tbilisi არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური, სამდღიანი დეცენტრალიზებული კონფერენციების სერია, რომელიც გაიმართება 20-21-22 ივნისს, ქ.თბილისში.

20 და 22 ივნისს კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება 20-ზე მეტი პარალელური ღონისძიება, ხოლო 21 ივნისს მთავარი კონფერენცია "Shaping the New Era" გაიმართება Radio City-ში. თბილისი აღნიშნულ დღეებში უმასპინძლებს დაახლოებით 10,000 სტუმარს.

ღონისძიების ფარგლებში Radio City-ში წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი სცენა, სტარტაპების ინტერაქციული გამოფენა, ასევე კომპანიების ექსპო სივრცე, კლასიკური თამაშების ზონა: Retro Gaming და მინი გოლფის სივრცე, სადაც კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ განტვირთვას და კონფერენციის მონაწილეებთან არაფორმალურ სივრცეში კომუნიკაციას.

ღონისძიებაზე ასევე იქნება თანამედროვე სამუშაო სივრცე: Co-working, ინვესტორთა ლაუნჯი და მრავალი სხვა ინოვაციური ლოკაცია.

„ჩვენი მისიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიითა და მასთან დაკავშირებული სფეროებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. GTWT-ის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ტექნოლოგიებს, მეწარმეობას და ციფრულ კულტურას აერთიანებს - აძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთამაშეებს და აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროების მომავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ცოდნის, კავშირების და შთაგონების მობილიზება რეგიონში; დავაკავშიროთ სტარტაპები ინვესტორებთან, ინოვატორები გლობალურ პარტნიორებთან და იდეები რეალურ შესაძლებლობებთან“, - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, გური ქოიავამ.

„მივესალმებით Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს როგორც ინოვაციებს, ასევე ტექნოლოგიურ წინსვლასა და განვითარებას. მსგავსი სახის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის კომუნიკაციის გასაძლიერებლად და ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად. მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს BAG-ში სტუმრობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ კონფერენცია ბევრ ახალ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

GTWT 2025-ს აქტიურად უჭერს მხარს დიდი კომპანიები და ორგანიზაციები: თიბისი ბანკი, აჭარა ჯგუფი, Atari, Griffin Gaming Partners, თეგეტა მოტორსი, თბილისი ჰილსი, ვისოლი, EBRD, EBAN, GBAN და სხვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე