კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რუსები წუხელ დასავლეთ უკრაინის ქალაქებს - ლუცკსა და ტერნოპოლსაც დაესხნენ თავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს