ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე - არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს, სუფთა ტერორიზმია, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, ეს რაღაც თამაში არ არის - რუსეთი დაუსჯელობას გრძნობს

რუსების მიერ ხარკოვზე დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი დაჭრილია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სუფთა ტერორიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ამ მომენტისთვის ხარკოვში 40-ზე მეტი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაა ცნობილი რუსული ავიაბომბების დარტყმის შედეგად.

მორიგი სასტიკი მკვლელობა. ავიაბომბები სამოქალაქო პირებზე ქალაქში - გვერდით საბავშვო რკინიგზაცაა. ამას არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. და ეს ფართომასშტაბიანი ომის სამ წელზე მეტია გრძელდება.

ამის იგნორირება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს რაღაც თამაში არ არის. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დაუსჯელობას გრძნობს. საჭიროა რუსეთის მშვიდობისკენ მკაცრად იძულება”,- წერს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა