გიორგი ვაშაძე - თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან

თინა ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას მისი მეუღლის გატაცებასთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, თინა ბოკუჩავას გვერდით დგანან.

თინა ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან.

თინა არ არის მარტო. ყველა, ვინც თავისუფლებას ვიცავთ მის გვერდით ვდგავართ.

სოლიდარობა და მხარდაჭერა თინას!” - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოხდა მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. ბოკუჩავას განცხადებით, „მის მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, თავს დაესხნენ და გაიტაცეს”. მისივე განმარტებით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს