დონალდ ტრამპი - ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა

ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის Truth Social-ზე წერს.

„ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი და პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი მას მადლობას უნდა უხდიდნენ.

„ნაცვლად ამისა, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებოდით და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა