შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე - ჩვენს ინტერესშიცაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად მიიპყრონ უცხოელების ყურადღება, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული

ჩვენს ინტერესშიცაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად მიიპყრონ უცხოელების ყურადღება, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე, გაიტაცეს და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს თვითვიქტიმიზაცია მოახდინოს.

„გამოძიება დაიწყო. ყველაფერი ამ მხრივ ჩვენს ინტერესშიცაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად მიიპყრონ უცხოელების ყურადღება, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცლილია... ოპოზიციისგან რაიმე იდეა, თემა მოგისმენიათ? ერთადერთი არის ის, რომ რამენაირად თვითვიქტიმიზაცია მოახდინონ და ესეც ერთ-ერთი მცდელობაა. ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, აგერ გამოძიება არის და საბოლოოდ, ყველაფერი ითქმება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში". ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო