ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმები უფრო ხმამაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მცდელობები, რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე 10 ივნისის ღამეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და შეერთებულ შტატებსა და ევროპას აგრესორ ქვეყანაზე მკაცრი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის მიერ რაკეტებითა და „შაჰედებით“ განხორციელებული დარტყმები უფრო ხმამაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მცდელობები, რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულონ. უკვე რამდენიმე ღამეა, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, ხორციელდება მასიური დარტყმები „შაჰედებით“, ფრთოსანი რაკეტებით და ბალისტიკით. დღეს კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განხორციელდა. სამიზნეები ასევე იყვნენ ოდესის, დნეპროვსკის და ჩერნიგოვის ოლქები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსებმა 315 დრონი, მათ შორის 250 „შაჰედი“ და 7 რაკეტა, მათ შორის 2 ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტა, გამოიყენეს. დაზიანდა ჩვეულებრივი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. რუსეთის სამიზნე გახდა ოდესის სამშობიარო სახლიც კი. დაშავდა 13 ადამიანი, არიან დაღუპულები.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან ამ და სხვა მსგავს თავდასხმებზე პასუხი იყოს არა მსოფლიოს მხრიდან დუმილი, არამედ კონკრეტული ქმედებები. ამერიკის ქმედებები, რომელსაც აქვს ძალა, რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულოს. ევროპის ქმედებები, რომელსაც სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ ძლიერი იყოს. სხვების ქმედებები მსოფლიოში, რომლებიც დიპლომატიისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ და რომლებსაც რუსეთი უგულებელყოფდა. მშვიდობისთვის ძლიერი ზეწოლაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!