რუსული მედია - „ეფ-ეს-ბემ“ სოხუმის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეფ-ეს-ბე“-მ, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის უკანონო საქმიანობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის დავალებით ხორციელდებოდა. დადგინდა, რომ დამნაშავე კონფიდენციალურ თანამშრომლობას აწარმოებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომლის დავალებითაც მან უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს ხასიათის შესახებ, რომელსაც ასრულებდა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად ირიცხებოდა“, - აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.

მათი ცნობით, დაკავებული გეგმავდა უკკრაინისთვის აეროპორტის და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის გადაცემას, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა.

„გეგმა შესაძლოა, გამოყენებულიყო ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადების გზით. დაკითხვის დროს მან აღიარა თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დირექტორატთან თანამშრომლობა, რომ მიაწოდა ინფორმაცია შესრულებული დავალებების და მისთვის დაკისრებული დავალებების შინაარსის შესახებ, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას“, - აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.

მათი განმარტებით, ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე