სალომე ზურაბიშვილი “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს ხვდება

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ზურაბიშვილის ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან: ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერებს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე მოვიდნენ.

“მოვედით სამუშაო შეხვედრაზე. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

როგორც “ლელოს” ლიდერებმა განაცხადეს, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ და გააჟღერებენ, რა საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა პოლიტიკოსებს.

არსებული ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია ჩანიშნული.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი