პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს - ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება

წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც ის „მზად არის, რომ არალეგალური მიგრაციის რისკების შესამცირებლად უვიზო მიმოსვლა შეზღუდოს ან შეაჩეროს, მათ შორის საქართველოსთანაც“.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს. ჩვენ ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაძლებლობა გავუზიარეთ. სამი წლის წინ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი შეიტანა და ჩვენ მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „ევროკავშირში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები