მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად იცვლება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

„პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო ელექტროსადენები. მოეწყობა გარე განათების ქსელი და მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, მერის თქმით, იგი შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ.

„აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ფეხით ისე ავტომობილით გადაადგილებისას. პროექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს