თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან გაიყვანეს. გარდა ამისა, ისინი ატოვებინებენ მოქალაქეებს შენობას.

პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

ამასთან, სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს ეზოში ასევე იმყოფებიან მათე დევიძის მხარდამჭერები.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა