პაატა ბურჭულაძე - დღეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთი საშინელი დღე, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, “ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რაზმში ყველაფერი მოსალოდნელია”.

“ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთი საშინელი დღე, რომელიც არასდროს უნდა განმეორდეს, როცა ამ მთავრობას შევცვლით.

ვინც არ ელოდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, გულუბრყვილოა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში, ანუ სადამსჯელო რაზმში, ყველაფერია მოსალოდნელი.

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი რაღაცებისთვის. ჩვენ გვაქვს შეთავაზება ხალხისთვის და აუცილებლად გამოგვყვებიან - ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენივე არჩევნები, ავირჩიოთ ჩვენივე მთავრობა და ესენი ასე მშვიდობიანად გავისტუმროთ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე