კახა კალაძე - ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ - ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს

ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ და ა.შ. - ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს, სანამ ვართ პოლიტიკოსები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს“.

„კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ჩვენ ვისმენთ, ვხედავთ. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. უნდა გვქონდეს ერთმანეთის პატივისცემა. ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს, სანამ ვართ პოლიტიკოსები,“ - განაცხადა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს