თაზო დათუნაშვილი შალვა პაპუაშვილზე - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ამ კაცს, ამ ზაფხულში, ცოტა ხნით შირაქის ველზე არ გაუშვებს, რათა ნერვები დაიოკოს, მანამ ამ დღეში იქნება და ყოველ დღე ამ ისტერიკით იქნება გამორჩეული

შალვა პაპუაშვილს ვურჩევ, ისტერიკის დასაწყნარებლად ერთი კვირით, შვებულებით შირაქის ველზე, საძოვარზე წავიდეს და თავის ძირითად საქმეს მიჰყოს ხელი, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა, რითაც დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით პაპუაშვილის “ფეისბუქ“ სტატუსს გამოეხმაურა.

„არ მინდა ქართული პოლიტიკა ასეთი ურთიერთობების სფერო იყოს, მაგრამ როგორც შალვა პაპუაშვილი არც სცემს პატივს საკუთარ პოზიციას, პოსტს და პოლიტიკურ სტატუსს, მასთან მიახლოებულს ვერაფერს ვიტყვი. ამიტომ ვიტყვი მარტივად: - სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ კაცს, ამ ზაფხულის პერიოდში, ცოტა ხნით შირაქის ველზე, საძოვარზე არ გაუშვებს, რათა ნერვები დაიოკოს, მანამ ამ დღეში იქნება და ყოველ დღე ამ ისტერიკით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს მიმართა, “გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.

“ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა.

მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.

ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა