გია ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე - გასაგებია, რომ გარემო უსამართლოა, მაგრამ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვნად სიკვდილი ჯობია - რატომ წავიდა ბრძოლაში 300 არაგველი მიუხედავად იმისა, რომ შანსები ცოტა იყო

ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა მაგალითად, რატომ წავიდნენ ბრძოლაში 300 არაგველი მიუხედავად იმისა, რომ შანსები ცოტა იყო - გასაგებია, რომ გარემო უსამართლოა, მაგრამ ნაძრახ სიცოცხლეს ისევ სახელოვნად სიკვდილი ჯობია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე საუბრისას გამაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტი ემოციურად ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ბოიკოტით რაღაცის მიღწევა შეიძლება.

“საზოგადოება ეძებს შანსებს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, მათ შორის კრიტიკული საზოგადოებაც. ბოიკოტი ემოციურად ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ბოიკოტით რაღაცის მიღწევა შეიძლება. შესაბამისად, უფრო იხრებიან იქითკენ, რომ ბოიკოტი უბრალოდ მათი აზრის საბოლოო ჩახშობას გამოიწვევს იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიციზმი ძლიერია, ადგილობრივი არჩევნები თუნდაც მცირე თეორიულ შანსს ტოვებს, სერიოზული ბრძოლის შემთხვევაში რაღაც შეიძლება წააგო, მაგრამ ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვა - უნდა იბრძოლო. ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა მაგალითად, რატომ წავიდნენ ბრძოლაში 300 არაგველი მიუხედავად იმისა, რომ შანსები ცოტა იყო. ასეთი არაერთი ომი გადაუტანია ამ ქვეყანას. გასაგებია, რომ გარემო უსამართლოა, მაგრამ ნაძრახ სიცოცხლეს ისევ სახელოვნად სიკვდილი ჯობია”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი გამოეხმაურა ჩორჩანას საქმეზე პროკურატურაში ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში გიორგი გახარიას პოლიტიკური დასჯის შეკვეთა აქვთ მიღებული და ცდილობენ, რომ სისრულეში მოიყვანონ.

“ჩორჩანას თემა არის პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა. ყველაფერი გასაგებია… მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური აღარ არის, ეს არის პირადი ვენდეტა. გახარიას პოლიტიკური დასჯის შეკვეთა აქვთ მიღებული ხელისუფლებაში და ცდილობენ, რომ ის დასაჯონ, რადგან პოლიტიკური მოტივების დანახვა აქ საკმაოდ რთულია”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს