ირანის საგარეო უწყების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჟან-ნოელ ბაროს, იოჰან ვადეფულს და დევიდ ლემის და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აშკარა აგრესიაზე, მათ შორის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ბაზებსა და საცხოვრებელ ზონებზე თავდასხმებზე. მან ხაზი გაუსვა გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოვალეობას, დაუპირისპირდნენ ამ აგრესიას და შეაჩერონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის ირანზე თავდასხმები დემოკრატიაზე უპრეცედენტო დარტყმად შეაფასა და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, „აღიარონ რეალობა და დაგმონ სიონისტური რეჟიმის აგრესია“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით წამოიწყო.

უწყების ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მწუხარება გამოხატეს შექმნილი ვითარების გამო, ხაზი გაუსვეს დიპლომატიის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და გამოთქვეს მზადყოფნა, ამ კუთხით თავიანთი როლი შეასრულონ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე