აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პროექტი - „ჩვენ ერთად საქართველო ვართ“ მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 16-18 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი - „ჩვენ ერთად საქართველო ვართ“ მიმდინარეობს.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდის მონაწილეობს.

„ღონისძიების ფარგლებში, 16 ივნისს ნანა ქარდავამ თემაზე - „ცნობილი მოღვაწეები აფხაზეთიდან“ ლექცია წაიკითხა, რომლის შემდგომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრმა დავით ფაცაციამ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს ბატონ შალვა კირთაძეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა და პროექტი, რომელიც ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას, მათთვის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემას და იმ საერთო საქმეს უკავშირდება, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა ჰქვია“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა