ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა

ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა

თურქეთი სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალთუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა.

ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს”, - წერს ალთუნი.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს 19 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა.