ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ

თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოსა და ცენტრალურ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვა.

ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონში ჩამოვარდა. ასევე, ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბოლო სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!