ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს. როგორც BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, 18 ივნისს ღამით, საჰაერო ძალებმა ნატანზში მდებარე ობიექტს შეუტიეს, რომელიც, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.

„ობიექტზე განთავსებულია უნიკალური კომპონენტები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და იქ მუშავდება პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის პროგრამის დაჩქარებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, გასულ პარასკევს ისრაელმა ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება ხდებოდა, კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, „მძიმედ დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე