ისრაელ კაცი - მშიშარა ირანელი დიქტატორი თავისი დაცული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმებს ახორციელებს - თავდაცვის ძალებს დავავალე, ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერონ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალებს ირანში სტრატეგიულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება დაავალა.

„მშიშარა ირანელი დიქტატორი თავისი დაცული და გამაგრებული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „ომის დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“.

„მე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ ირანში სტრატეგიული სამიზნე და თეირანში სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ, რათა ისრაელის წინაშე არსებული საფრთხე აღმოიფხვრას და აიათოლას რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში