ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს

კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე 17 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ამ საზარელმა თავდასხმამ, რომელიც შუაღამისას განხორციელდა, 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა „ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს“.

„ეს დარტყმა მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და მკვლელობას ირჩევს. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებიც ხვდებიან, რომ უკრაინა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მზადაა მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა მათ ამ ომის ნამდვილი ფასი იგრძნონ“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!