ბადრი ჯაფარიძე - ქართველ ხალხს ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

ქართველ ხალხს ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ყველა შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთში ვიზიტისას გამართული შეხვედრების თაობაზე წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მას არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა სხვადასხვა დეპუტატთან, რომლებთანაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა ლეიბორისტ დეპუტატებთან, ანა ტურლეისთან, ალან გემელთან და ბლერ მაკდუგალთან. მათ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი. ტურლეიმ გამოთქვა ინიციატივა, ბრიტანეთის პარლამენტში აღდგეს საქართველოს მხარდამჭერი ინტერპარტიული ჯგუფი. მაკდუგალთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ლონდონის მნიშვნელოვან როლს "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაციის პროცესში, ხოლო გემელთან საუბარში განსაკუთრებით გამოვკვეთე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების აუცილებლობა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა თემთა პალატის კონსერვატორ დეპუტატებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მინისტრ ვენდი მორტონთან და საქართველო-ბრიტანეთის ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარე, მარკ პრიდჩარდთან.

ასევე ვესაუბრე დეპუტატ პერან მუნს, რომელიც ევროსაბჭოში ბრიტანეთის დელეგაციის წევრია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ და გამოხატა შეშფოთება დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციაზე.

ქართველ ხალხს ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ყველა შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის