გრიგოლ გეგელია - ბიძინა ივანიშვილის მისია არის ძალიან მარტივი - მოკლას და გააჩეროს ყველანაირი პოლიტიკური პროცესი

ჩვენ ხომ კარგად ვიცით ამ საგამოძიებო კომისიის ფარსი რატომაც შექმნეს. შეიძლება, მე-13 წელს უნდოდეთ რამის გამოძიება? ვის იძიებენ, საკუთარ თავს? ვინც კი ანტი-მიშისტი იყო და ვინც მას ებრძოდა, ვინ არის იქ დარჩენილი? - არავინ! იქ არიან მიშას დონორები, მიშას მხარდამჭერები. რაჟდენ კუპრაშვილი მიშას პოსტებს აზიარებდა და დღეს ჩვენს „ფეისბუქებს” დასდევს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მოკლას.

„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მისია არის ძალიან მარტივი - მოკლას პოლიტიკური პროცესი, გააჩეროს ყველანაირი პოლიტიკური პროცესი. ამას მარტო მე კი არ ვფიქრობ, ამას თავად ივანიშვილი ამბობს. ჩვენ გვახსოვს, 2024 წლის აპრილში ძალიან ღიად გვითხრა, რომ აპირებს პარტიების დახურვას, რაც უკვე დაიწყო. ძალიან გულწრფელია ამაში და დავუფასოთ. შემდეგ ეს გაიმეორა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ბოლო დროს გაიმეორა თეა წულუკიანმა, ოთხჯერ-ხუთჯერ, მინიმუმ, ჩემს პარტიასთან მიმართებით. ეს არის ტოტალიტარიზმის არსი, რომ მოსპო ყველანაირი განსხვავებული.

ეს პროცესებიც ამის ნაწილია, ჩვენ ხომ კარგად ვიცით ამ საგამოძიებო კომისიის ფარსი რატომაც შექმნეს. შეიძლება, მე-13 წელს უნდოდეთ რამის გამოძიება? ეს ხომ სასაცილოა, ან ვის იძიებენ, საკუთარ თავს? რა ვიცი, ვინც კი ანტი-მიშისტი იყო და ვინც მას ებრძოდა, ვინ არის იქ დარჩენილი? - არავინ! იქ არიან მიშას დონორები, მიშას მხარდამჭერები, „პოლიტიკურ პროსტიტუციაში” ჩართული ადამიანები, როგორც არის სოზარ სუბარი. რაჟდენ კუპრაშვილი მიშას პოსტებს აზიარებდა და დღეს ჩვენს „ფეისბუქებს” დასდევს, როგორი ნიშანდობლივია… აგენტებს უწოდებს ხალხს, ვინც ამ ქვეყანაში კოლოსალურ საქმეს აკეთებენ კვლევის კუთხით, ქველმოქმედების კუთხით, სხვადასხვა პროექტის კუთხით და ა.შ.”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, გეგელიამ აღნიშნა, რომ მიიღებს თუ არა „ლელო-ძლიერი საქართველო” არჩევნებში მონაწილეობას, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, იმაზე, რამდენად ერთიანი და სწორი ფრონტი შეიკვრება აქეთ მხარეს, რამდენად აქვს აზრი შეუტიო და მართლა შანსი გვქონდეს. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის დაუოკებელი ჟინი კი არ გვაქვს, პარლამენტის წევრები ვიყავით და ყველა ის პრივილეგია, ბერკეტი, რაც მანდატს მოჰყვება, ყველაფერი დავტოვეთ, დაფინანსებაც არ მიგვიღია.

ამ არჩევნებით ლეგიტიმაცია ვერ მოხდება და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ლეგიტიმაციის კრიზისი მიბმულია საპარლამენტო არჩევნებზე. ლეგიტიმაციის კრიზისი ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას და მისით არჩეულ მთავრობას”, - განაცხადა გეგელიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო