ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს

აშშ-ს იმ შეიარაღების სია გადავეცით, რომლის შეძენაც გვსურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შეიარაღების სია აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს გადასცეს.

„ეს შეიარაღების ის პაკეტია, რომელიც გვჭირდება. გამოხმაურებას დაველოდებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეიარაღების პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული მომავალ კვირას ჰააგაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩავალ, მაგრამ ამის ალბათობა დიდია. გადაწყვეტილებას წინა დღით მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა