ზურაბ ჯაფარიძე 23 ივნისს განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაა, რომ არც მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები დაესწრონ სასამართლო სხდომას.

ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 23 ივნისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

„ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე არ დაესწრება განაჩენის გამოცხადებას. შესაბამისად, არც მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ვაპირებთ მონაწილეობას სასამართლოდ წოდებულ „ცირკში“. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის განაჩენს ჯვებე ნაჭყებია ცარიელ დარბაზში გამოაცხადებს", - აღნიშნულია „გირჩი მეტი თავისუფლებას“ განცხადებაში.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე გამოცხადდება. როგორც ცნობილია, ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, არცერთი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ ცხრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი რვა პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის გამო, ის 22 ივნისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა