Change Inspire 2025 ბრუნდება თემით: ხელოვნური ინტელექტის ჩემპიონთა ლიგა

საქართველოში წამყვანი ტექ კონფერენცია, ორგანიზებული HT Solutions-ის მიერ, აანონსებს მე-6 ღინისძიებას, რომელიც გააერთიანებს ტექ ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების, DevOps-ის, კიბერუსაფრთხოების, IT ინფრასტრუქტურისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

წლის ყველაზე მასშტაბური ტექ ღონისძიება Change Inspire 2018 წლიდან ტარდება. რიგით მე-6 კონფერენცია თბილისში 2025 წლის 4 ივლისს გაიმართება.

Change Inspire დაიწყო, როგორც მცირე ტექ შეხვედრა, ხოლო დღეს უკვე რეგიონული ლიდერია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 600-ზე მეტ მაღალი რანგის ტექ და ბიზნეს სფეროს ლიდერს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. წელს, კონფერენცია გადადის ახალ ეტაპზე ციფრული ინოვაციების მიმართულებით და ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის რეალურ სამყაროში დანერგვაზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ცვლილებების სათავეში დგანან.

კონფერენციაზე დაგხვდებათ:

  • მნიშვნელოვანი მოხსენებები გლობალური და რეგიონული AI ექსპერტებისგან
  • პრაქტიკულ ქეისებს ოთხ ძირითად მიმართულებაზე:
    • ციფრული ტრანსფორმაცია
    • დიდი მონაცემები
    • კიბერუსაფრთხოება
    • IT ინფრასტრუქტურა
  • ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მოწინავე გუნდები ხელოვნურ ინტელექტს ინდუსტრიების ტრანსფორმაციისთვის.

წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია AWS-ისა და Google-ის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების მონაწილეობა, რომლებიც გაგვიზიარებენ, თუ როგორ იყენებენ მათი ორგანიზაციები ხელოვნურ ინტელექტს გაზომვადი ბიზნეს შედეგების მისაღწევად.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მომავალზე, ჩვენ გაცნობთ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც უკვე ქმნიან მას“, - განაცხადა ნინო გვაზავამ, HT Solutions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამ ამბიციური ხედვის განხორციელება შესაძლებელია გამორჩეული პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც იზიარებენ კონფერენციის მისწრაფებას პროგრესისკენ. Კონფერენციის მთავარი პარტნიორი წელს საქართველოს ბანკია, ციფრული ინოვაციების მრავალწლიანი მხარდამჭერი, რომელიც ამჟამად რეგიონში ხელოვნური ინტელექტით განპირობებულ წინსვლას უწყობს ხელს.

დღის წესრიგს აძლიერებენ ჩვენი Change Driver პარტნიორები - Lenovo, Cloudera, Fudo Security, Fortinet, TechPro, SolarWinds, MUK და Palo Alto Networks - ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც აფართოებენ კორპორაციულ ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და ქმნიანმომავალს.

კონფერენციის განსაკუთრებულობაში წვლილი შეაქვთ Change Builder პარტნიორებს, მათ შორის NetApp, NetSystems, Asbis, PureStorage, SuperMicro, ხოლო EPAM Systems და Oracle წელს პირველად უერთდებიან პარტნიორთა რიგებს.

ღონისძიების მედია გაშუქებას უზრუნველყოფს Forbes Georgia, ჩვენი ოფიციალური ექსკლუზიური მედია პარტნიორი, დამატებით მედია მხარდაჭერას კი გაუწევს პალიტრა ჰოლდინგი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია და საგამომცემლო ჯგუფი.

Change Inspire-ის შესახებ

2018 წლიდან Change Inspire კონფერენცია ემსახურება ტექ საზოგადოებას, როგორც პლატფორმა თამამი იდეებისთვის, პრაქტიკული ხედვებისა და რეალური ცვლილებებისთვის საქართველოს ტექ ლანდშაფტში. ყოველი ღონისძიება აერთიანებს გლობალურ ტექ პროვაიდერებს, ადგილობრივ ლიდერებსდა ასობით პროფესიონალს, რომლებიც მოუთმენლად ელიან მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას.

სცენა მზადაა. ჩემპიონები იკრიბებიან. შემოუერთდებით ლიგას?

გაიგეთ მეტი: https://changeinspire.ge/

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები