კეროლაინ ლევიტი - ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ შეცვლილა

ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ შეცვლილა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ირანში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

„პრეზიდენტის პოზიცია და ჩვენი სამხედრო პოზიცია არ შეცვლილა. პრეზიდენტმა უბრალოდ შეკითხვა დასვა, რომელიც ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრ ადამიანს აქვს: თუ ირანის რეჟიმი ბირთვული პროგრამის დათმობასა და მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ რატომ არ უნდა აჯანყდეს ირანელი ხალხი ამ სასტიკი ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ?“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ კვირას განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანში ბირთვული ობიექტები „მთლიანად განადგურდა“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა. ასევე, გვჯერა, რომ სადაც ეს დარტყმები განხორციელდა, სწორედ იქ ინახებოდა ირანის მიერ გამდიდრებული ურანი. ჩვენ ამაში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით, პრეზიდენტი ამ დარტყმებს არ განახორციელებდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა