მამუკა მდინარაძე - ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ - თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ, რა უნდა ქნა ამ დროს?

გამოცხადდნენ კომისიაზე? არა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არ გამოცხადება დანაშაულია? - კი. ე.ი ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და მათ შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.

მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პატიმრობა მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანი უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით იდევნება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი პროცესი სრულიად არის განსაზღვრული:

„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება კანონით ისჯება. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ - არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის. დემონსტრაციულად სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფოს ჩამოშლა უნდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის