გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი ვაშაძეს პატიმრობა შეუფარდა, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს