ჯეიმს მაკკლირი - ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა

ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გიორგი ვაშაძისთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენს.

„როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ კვირას უნდა შევხვედროდი. საგარეო საქმეთა მინისტრს [დევიდ ლემის] მივწერ და დაუყოვნებლივ რეაგირების მოვითხოვ.

საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა,“ - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამ დროისთვის ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს