მედია - ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივნისს შეხვდება

მედია - ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივნისს შეხვდება

დონალდ ტრამპი ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ჰააგაში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერს, დედოფალ მაქსიმას და გვირგვინოსან პრინცესა კატარინა-ამალიას.

არსებული ინფორმაციით, ტრამპი სასახლეში დაგეგმილ ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

გამოცემა Politico-ს ცნობით, რომელიც თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრას 25 ივნისს გეგმავს.