სოფელ რუისპირში რესტორანში კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, მას ბრმა ტყვია მოხვდა

თელავის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე კაცი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ რუისპირში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ სუფრასთან მყოფი პირის ჰაერში გასროლილი ტყვია შუახნის მამაკაცს მოხვდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. ამ დროის ინფორმაციით, ადგილზე მანამდე რაიმე ტიპის დაპირისპირება არ მომხდარა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა