დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან არაფერი გაუტანია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან ურანი არ გაუტანია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს ეკუთვნოდა, რომლებიც ბეტონზე მუშაობდნენ და გასასვლელების დალუქვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი გატანილა, ეს ძალიან დიდ დროს დაიკავებდა, ზედმეტად სახიფათოა, ძალიან მძიმე და რთულია გადასატანად!”, - წერს ტრამპი.

მანადე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მსგავსი შეფასებები გააჟღერა.

“სადაზვერვო მონაცემები არ მიმიღია, რომლებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ ეს [ურანი] არ იმყოფებოდა იქ, სადაც უდნა ყოფილიყო”, - განაცხადა ჰეგსეტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა