„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

ადგილობრივი ტალანტების განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ / „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია იმ ახალგაზრდების აღმოჩენა და განვითარება, რომლებიც გამოირჩევიან ფუნქციური ცოდნით, სწორი მიდგომებით, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარითა და პროფესიული ზრდის პოტენციალით.

„InPort პროგრამა უკვე მეცხრე წელია წარმატებით ხორციელდება და მოიცავს 4-თვიან თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. იგი მიზნად ისახავს მონაწილეთა მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული უნარების გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია მომავალ კარიერულ წინსვლაში.

პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ ნავსადგურის საქმიანობას, გაიარონ პრაქტიკული სტაჟირება სხვადასხვა დეპარტამენტში და შეიგრძნონ კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროფესიული გარემო.

მონაწილეები მიიღებენ: სტაჟირების სტიპენდიას; სიცოცხლის დაზღვევას; ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერს; საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში; ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები: ტექნიკურ - საინჟინრო (STEM) ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. ტექნიკური მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. გარდა ამისა, მზად ვართ განვიხილოთ გამოცდილი კანდიდატებიც და შევთავაზოთ შესაბამისი პირობები სტაჟირების ფარგლებს მიღმა;

დამატებით, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალების დასაქმების ხელშეწყობას თანაბარი შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ტექნიკური მიმართულების გამოცდილება; ტექნიკური განათლება; ინგლისური ენის ცოდნა; შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები; განიხილებიან ელექტროინჟინრები, მექანიკოსები, დურგლები, შემდუღებლები, კომპიუტერული მეცნიერების, საზღვაო ინჟინერიისა და ნავიგაციის კურსდამთავრებულები; განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა; კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო.

პოზიციის დეტალური ფუნქცია-მოვალეობების გასაცნობად, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის წარსადგენად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები