ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, "რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა".

„მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ და ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები. ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით - ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.

მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში