გრიგოლ გეგელია ALDE-ს ევროპელ ლიდერებს შეხვდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ALDE-ს ჰელსინკის ყრილობის ფარგლებში ALDE-ს პრეზიდენტს ევროპარლამენტარ სვენია ჰანს, გენერალურ მდივანს დიდრიკ დე შაცენს, ვიცე-პრეზიდენტ ბარონესა სალ ბრინტონს (ლორდთა პალატა, ბრიტანეთი) და „ჰოლოსის“ თავმჯდომარე კირა რუდიკს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო - ძლიერი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყრილობისას შეხვედრები გაიმართა ასევე სხვადასხვა წევრი პარტიის ლიდერებთანაც, მათ შორის ჰოლანდიის VVD-ს, ირლანდიის მმართველი Fianna Fail-ის, ავსტრიის მმართველი კოალიციის NEOS-ის, სლოვაკეთის მთავარი ოპოზიციური ძალის “პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერებთან.

„ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრება ალიანსში შემავალ 80-ზე მეტ ევროპულ პარტიას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსულ ბანდ-ფორმირებას, რომელიც აყალიბებს დიქტატურას, დევნის და ავიწროებს თავისუფლების ყველა ნიშანწყალს.

ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის რუსული სტილის ტერორი ოპონენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, „ოცნების“ რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ პასუხი იქნება ბევრად უფრო მკაცრი და მომთხოვნი, ვიდრე ოდესმე უნახავთ. სწორედ ამას ასახავს რეზოლუცია, რომელიც სრული შემადგენლობის მხარდაჭერით დამტკიცდა და მოითხოვს: გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, წლის ბოლომდე ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გაუქმდეს რეპრესიული კანონმდებლობა, დასანქცირდნენ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირები. ქართული პროტესტის ხმა ევროპაში გაგონილია. ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე“, - ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე