„ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერები ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

„საქართველო დადექი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - ამ ლოზუნგით შეუერთდნენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.

მათ მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყეს, პროტესტის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები და პლაკატები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე" 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა