შალვა პაპუაშვილი - მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად - გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

მგონი, ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტთან მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მისვლა შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის იმ ღირებულების მატარებელი, რასაც პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს.

„მგონი, ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად. ელენე ხოშტარია არამხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერია, არამედ ექსტრემისტი ოპოზიციონერი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ პატივს არ სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს, პატივს არ სცემს ადამიანის ღირსებას, არაფერს რაც კი შეიძლება პოლიტიკოსის დადებით თვისებაში შედიოდეს, არაფერს პატივს არ სცემს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ელჩი მივიდა და თან შემდეგ სცადა გაემართლებინა თავისი სოლიდარობა იმით, რომ, თითქოს, ეს იყო მხოლოდ თანაგრძნობა და ემპათია. ვის მიმართ იყო ეს თანაგრძნობა? იმის მიმართ, რომ ადამიანი ამბობს, თავს მოიკლავს თუკი რაღაც არ მოხდება? ეს არის ევროპული გაგება დემოკრატიის? ვის მიმართ აქვს მას ემპათია, რომ ადამიანი მოუწოდებს ოპოზიციას საბოტაჟი გამოუცხადოს არჩევნებს? ეს არის მისი გაგება დემოკრატიის? ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს. სამწუხაროა, რომ ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ, ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 34 წლის განმავლობაში, ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს ისე, ამის გამოსწორებას რა დრო დასჭირდება, არ ვიცი.

ჩვენ ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის. გაშარჟებულია იმ ოპოზიციის არსი, რომელიც ქუჩაშია. პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილი გამოუცხადა ოპოზიციას. ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია, კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას, რა მორალის მატარებელია ეს საზოგადოება. ჩვეულებრივ უცხოელების დაკვეთის ბრმად მიმდევარი ხალხის ჯგუფია, რომელმაც ამ დონეზე მიიყვანეს ისინი, რომ ოპოზიცია ოპოზიციას უცხადებს შიმშილობა, სასაცილოა მათი ქცევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა. დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. გუშინ კი, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია