მარია ზახაროვა - თუ ჩვენი მოქალაქეები აზერბაიჯანში იმყოფებიან, ან მოგზაურობას გეგმავენ, ქვეყანაში არსებული ვითარება კარგად უნდა გაითვალისწინონ

რუსეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს, მიიღოს ზომები ქვეყნების ურთიერთობების სტრატეგიული ალიანსის დონეზე დასაბრუნებლად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს, მიიღოს ზომები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების იმ დონემდე დასაბრუნებლად, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებშია ფორმულირებული. შეგახსენებთ, რომ ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობის დონე“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტისას რუსებმა ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინონ.

„მათ, ვინც გვისვამს კითხვებს იმის შესახებ, უნდა დაგეგმონ თუ არა მოგზაურობები, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ იმის პირობებში, რასაც აჩვენებენ, მათ შორის აზერბაიჯანული ტელევიზიებით და რასაც ავრცელებენ ამ ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოები, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან აზერბაიჯანში, თუ ისინი მოგზაურობას გეგმავენ, მაშინ მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ არსებული ვითარება“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო