თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან სასაცილო ჩანხართ - „ყურშა გაყოყოჩდას“ მულტფილმში ვართ

„ნაცები“ ჩემი დასასრულებელია. „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა, კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას: „თქვენ იქ [პარლამენტში] იყავით: „ნაცებო“ დაგასრულებთო [რომ ამბობდით] და ახლა „ნაცებთან“ ერთად ხართ კოალიციაში“.

გიორგი გახარიას აღნიშნულ განცხადებას თეა წულუკიანმა უპასუხა: „მიქანაძეს თავი დაანებეთ და მოდით, ჩორჩანაში დაბრუნდით. რა გაქვთ მიქანაძეზე თქვენ სათქმელი? „ნაცებთან“ ერთად კოალიციაში ხართ თქვენ“.

წულუკიანის პასუხის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიიდან „გააგდო“ შსს მინისტრობის დროს, რისი მიზეზიც თავად მიქანაძეს ჰკითხონ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე და სჯობს, ასეთი კითხვები არ დამისვათ, თორემ...“", - განაცხადა გახარიამ.

თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას „მუქარებმა“ მულტფილმი, „ყურშა გაყოყოჩდა“ გაახსენა.

„აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან გთხოვთ, ძალიან სასაცილო ჩანხართ, „ყურშა გაყოყოჩდას“ მულტფილმში ვართ“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე