თეა წულუკიანი გახარიას - მოსკოვში ნასწავლმა კაცმა ტერიტორიები დაკარგა და მე მეუბნება, რუსი ხარო - დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ

მოსკოვში ნასწავლმა კაცმა ტერიტორიები დაკარგა და მე მეუბნება, რუსი ხარო - დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც გახარიამ განაცხადა, რომ კომისია ოკუპანტის საქმეს აკეთებს.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, მათ შორის, პიროვნული. ზოგიერთს დაგვიწუნეთ წარსული. რუსეთში განათლებულმა და იქ ნამუშევარმა კაცმა, რომ თურმე მე ვარ რუსი. ტერიტორიები დაკარგა კაცმა და მე მეუბნება, რუსი ხარო. მოსკოვში ნასწავლი! დღესაც რომ პასპორტში „Георгий“ გიწერიათ, ეს მაინც შეცვალეთ. ჩვენს კოლეგას მიაყენეთ პიროვნული შეურაცხყოფა, რაც პოლიტიკოსისითვის უღირსი საქციელია,“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

თავის მხრივ, გახარიამ წულუკიანს უთხრა, რომ შეურაცხყოფის მიყენება „არც უფიქრია“.

მანამდე კი, წულუკიანმა გახარიას უთხრა, რომ კომისიაზე მომზადებული მივიდა, ალიბიც აქვს, თუმცა ეს ალიბი არ ვარგა.

„ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა,“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენ ჩემზე ნუ ღელავთ“.

მას შემდეგ, რაც წულუკიანმა კომისიის წევრებს კითხვების დასმა სთხოვა, გახარიამ თქვა, რომ მას არ დაუსრულებია, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა: „მე გადავწყვიტე, რომ ვსვამთ კითხვებს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ა და ბა“.

პასუხად, გახარიამ იკითხა: „ეს ტრიბუნალია?!“, რაზეც წულუკიანმა თქვა: „ეს არის კვაზი ორგანო. კვაზი რას ნიშნავს, იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში“.

ამის შემდეგ გახარიამ კვლავ იკითხა: „ბრალდებულის რანგში ვარ აქ?!“

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი